შეგახსენებთ დავალებებს, რომლებიც შესასრულებელია სექტემბერში, ტრენინგის დასკვნითი ნაწილის დაწყებისათვის:
- პროექტის გეგმაში, პროექტის მოკლე შინაარსის აღწერის დასრულება (ცხრილის ველი თემის შინაარსი);
- პროექტის გეგმაში, პროექტის დეტალური აღწერის შედგენა (ცხრილის ველი სასწავლო პროცედურები);
- ინტერნეტში გამოსახულების მოძიება-ჩამოტვირთვაში ვარჯიში. საკმაო რაოდენობის (რამდენიმე ათეული) გამოსახულებათა დაგროვება საკუთარი პროექტისათვის;
- /მათთვის, ვისაც უკვე გავლილი აქვს/ : ფაილთა და ფოლდერთა დრაივზე ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება - ვარჯიში. პროექტის ფარგლებში შექმნილი ბუკლეტის ატვირთვა საკუთარ ბლოგზე;
- შესაბამისი რეფლექსიების განთავსება საკუთარ ბლოგზე;
არ დაგავიწყდეთ, ასევე, უსაფრთხოების მიზნით, მთელი თქვენს მიერ დაგროვილი მასალის საკლასო კომპიუტერიდან საკუთარ მატარებელზე (ფლეშ-ბარათი, კომპიუტერი) გადაწერა/შენახვა.
პატივისცემით,
მომავალი შეხვედრის მოლოდინში
გიორგი ცინცაძე
ტრენერი
No comments:
Post a Comment