Thursday, March 27, 2014

საშინაო დავალება

  • პროექტის გეგმაში სტანდარტებისა და მათი ინდიკატორების ველთა შევსების დასრულება;
  • ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები-ს  ველის შევსება: ამოცანების ჩამოყალიბება;
  • სასწავლო პროცედურები -სთვის იდეების მომზადება (სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვაში.) 
  • ბუკლეტის დასრულება (ვისაც ეხება)

Friday, March 21, 2014

მორიგი საშინაო დავალება

ძვირფასო ტრენინგის მონაწილენო,
არ დაგავიწყდეთ, როგორც შევთანხმდით, შემდეგი ტრენინგ-დღისთვის საბოლოოდ დახვეწოთ თქვენი ბუკლეტები, ჩამოყალიბდეთ პროექტის გეგმის დეტალებზე და ყურადღებით შეისწავლოთ მასალები, მოცემული გვერდზე "ეფექტური პროექტების შექმნა". 
მასზე შეგიძლიათ გახვიდეთ ჩემი (ტრენერის) ბლოგის  "დამატებითი რესურსები"- გვერდიდან, ან, ბმულით http://tpdc.ge/essentials/project%20design/   

თქვენ იცნობთ ამ მასალებს ჩვენი ტრენინგიდანგაიღრმავეთ და გაამყარეთ ეს ცოდნა.
წარმატებები :)


Tuesday, March 11, 2014

დავალება ტრენინგ-პირებს

გთხოვთ, geotsin1@gmail.com მისამართზე გამომიგზავნოთ:

  1. თქვენი ელ-ფოსტის მისამართი (gmail , რომელზეც შექმნილია ბლოგი)
  2. თქვენი ბლოგის მისამართი (ინგლისური, სიტყვა ინტელს რომ შეიცავს)
  3. თქვენი სასწავლო სილაბუსი, ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით (სტანდარტებისა და სასწავლო ამოცანების შემცველი)

Thursday, March 6, 2014

მოგესალმებით, ძვირფასო პედაგოგებო !
მოხარული ვარ, რომ ერთად ვიწყებთ ინტელის პროექტებით სწავლების კურსის ტრენინგს J

პატივისცემით
გიორგი ცინცაძე